ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტში ნაპოვნი შვლის გადარჩენა ვერ მოხერხდა

16 აგვისტო, 2017 • 2016
თელავის მუნიციპალიტეტში ნაპოვნი შვლის გადარჩენა ვერ მოხერხდა

თელავის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ ნაპოვნი შვლის გადარჩენა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და ვეტერინარების მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა. შვლის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო – საბოლოოდ მას მოტეხილ კიდურებზე განგრენა განუვითარდა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, ცხოველის გვამის უტილიზაცია დადგენილი პროცედურების დაცვით მოხდება.

“შველი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ სოფელ მაღრაანში იმყოფებოდა და ყველა საჭირო პროცედურა ადგილზე უტარდებოდა. ვეტერინართა კონსულტაციით, მისი გადაყვანა ტრანსპორტირებით გამოწვეული მაღალი რისკის გამო მიზანშეწონილი არ იყო,” – გვაცნობეს სამინისტროდან.

შეტყობინება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურთან შემჩნეული დაზიანებული შვლის თაობაზე გარემოსა დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე შევიდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები დაუყოვნებლივ გავიდნენ მითითებულ ადგილზე.

შველს, რომელიც საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარედ იმყოფებოდა, სამი კიდურის ღია მოტეხილობა აღენიშნებოდა. დაზიანებები ცხოველმა, სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო.

თელავის მუნიციპალიტეტში ნაპოვნი შვლის გადარჩენა ვერ მოხერხდა

თელავის მუნიციპალიტეტში ნაპოვნი შვლის გადარჩენა ვერ მოხერხდა

მასალების გადაბეჭდვის წესი