ახალი ამბები

ისლანდიაში გაუჩინარებული საქართველოს მოქალაქის ცხედარი სავარაუდოდ იპოვეს

14 აგვისტო, 2017 • 2380
ისლანდიაში გაუჩინარებული საქართველოს მოქალაქის ცხედარი სავარაუდოდ იპოვეს

ისლანდიის პოლიციის ცნობით, იპოვეს ცხედარი, რომელიც დიდი ალბათობით გულფოსის ჩანჩქერში ჩავარდნილ ნიკა ბეგაძისაა.

პოლიციის ცნობით, სანაპირო დაცვამ და სამაშველო ჯგუფმა ვერტმფრენით ძებნისას გულფოსის ჩანჩქერის სამხრეთ მდებარე ტერიტორიაზე იპოვეს კაცის ცხედარი.

უწყების ცნობით, იგი რეიკიავიკის უნივერსიტეტის ლაბორატორიაშია გადატანილი, რათა მისი ვინაობა დაადგინონ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცხედარი დიდი ალბათობით ნიკა ბეგაძისაა, რომელიც გულფოსის ჩანჩქერში 2017 წლის 19 ივლისს გაუჩინარდა.

პოლიციის ცნობით, ბეგაძე რეიკიენსბეში ცხოვრობდა. პოლიციას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ხნის წინ ჩავიდა ისლანდიაში, თუმცა ბეგაძეს თავშესაფრის თხოვნით მიმართული ჰქონდა ისლანდიის მთავრობისთვის.

19 ივლისს, იმ დღეს, როდესაც ბეგაძე ჩანჩქერში გაუჩინარდა, ისლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში შეიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოდ მიჩნეული ქვეყნების მოქალაქეებს არ აძლევენ თავშესაფარს და თავიანთ ქვეყნებში აბრუნებენ.

ისლანდიის პოლიცია ბეგაძეს 19 ივლისის შემდეგ ეძებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი