8341

სვანეთში დაკარგულ გერმანელ ტურისტებს ეძებენ

გერმანელი მამა–შვილი, რომლებიც უშბის დაპყრობას აპირებდნენ, 1 აგვისტოს შემდეგ არავის უნახავს.  მათი დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 8 აგვისტოს შევიდა 112–ში. გამგებლის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მამა–შვილის დაკარგვის შესახებ მათმა თანმხლებმა პირმა უამბო, რომელსაც 3 დღეში ერთხელ ჰქონდა კომუნიკაცია ტურისტებთან.

მესტიის გამგებელი, კახა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ გუშინ დილიდან მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო მოქმედებები, თუმცა გერმანელი მამა–შვილის არანაირი კვალი გამოჩენილა. მისი თქმით, სამძებრო მოქმედებები გაგრძელდება, სანამ დაკარგულ ტურისტებს არ იპოვიან.

როგორც მესტიის გამგებელმა გვაცნობა, ტურისტები უშბის დაპყრობას აპირებდნენ, მაგრამ ახალა მათი ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ არავინ არაფერი იცის. ჟორჟოლიანის თქმით, მამა–შვილის კვალს ყველანაირი საშუალებით ეძებენ, მათ შორის, ვერტმფრენით, მაგრამ ამ ეტაპზე დაკარგული ტურისტების ნივთებიც კი (ჩანთა, ტანსაცმელი…) არსად შეუნიშნავთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.