ახალი ამბები

კლდის ჩამოშლის გამო, ზუგდიდი-მესტიის გზა მე-3 დღეა ჩაკეტილია

5 იანვარი, 2024 •
კლდის ჩამოშლის გამო, ზუგდიდი-მესტიის გზა მე-3 დღეა ჩაკეტილია

ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზა მესამე დღეა ჩაკეტილია. სოფელ ხაიშთან კლდის ნაწილი 3 იანვარს, საღამოს საათებში ჩამოიშალა და გზა ჩახერგა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ ამ დრომდე ცდილობს გზის გაწმენდას, თუმცა სამუშაოებს აფერხებს უამინდობა და ქვათაცვენის მომეტებული რისკი.

გუშინ, 4 იანვარს, მოქალაქეები რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდნენ გზის გახსნას. მათი თქმით, მოძრაობის შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ ჰქონდათ და მხოლოდ ადგილზე მისულებმა გაიგეს ქვათაცვენის საფრთხის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ დეპარტამენტს გზის ეს მონაკვეთი მესამე დღეა ოფიციალურად ჩაკეტილი აქვს, მოქალაქეთა ნაწილმა მაინც გადაწყვიტა გზის გაგრძელება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი სამუშაოების დასრულების ზუსტი დროის დასახელებისგან, ამ ეტაპზე, თავს იკავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი