რეალი 2:1 მანჩესტერი იუნაიტედი – ფოტორეპორტაჟი სუპერთასის მატჩიდან

8 აგვისტოს, მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, უეფას სუპერთასის მატჩი გაიმართა, სადაც მადრიდის “რეალმა” მინიმალური სხვაობით დაამარცხა “მანჩესტერ იუნაიტედი” და იტალიურ “მილანთან” ერთად მეორე გუნდი გახდა, რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოიგო ეს ტიტული.

მადრიდის “რეალმა” უეფას სუპერთასის მატჩში მეექვსედ მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ოთხჯერ გაიმარჯვა. მანჩესტერელებისთვის კი ეს მეოთხე სუპერთასი თამაში იყო, საიდანაც მხოლოდ ერთხელ მიაღწიეს წარმატებას. აღსანიშნავია, რომ “მანჩესტერს” “რეალისთვის” 14 წელია ოფიციალური მატჩი არ მოუგია, ხოლო მათთვის ეს არასასიამოვნო ტრადიცია კვლავ გრძელდება.

“სამეფო კლუბის” ყოფილი და “წითელი ეშმაკების” ამჟამინდელი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო გახდა ყველაზე უიღბლო მწვრთნელი სუპერთასის ისტორიაში – პორტუგალიელმა ეს ტიტული უკვე მესამედ დათმო.

ზინედინ ზიდანის გუნდმა ერთ სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგის, უეფას სუპერთასისა და ესპანეთის ლა ლიგის მოგება შეძლო. ფრანგმა სპეციალისტმა წელს მხოლოდ ესპანეთის თასი ვერ მოიგო “სამეფო კლუბთან” ერთად.

უეფას სუპერთასის მატჩში ზიდანს კრიშტიანო რონალდო სათადარიგოთა სკამზე ჰყავდა და პორტუგალიელი ვარსკვლავი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მხოლოდ მეორე ტაიმში გამოიყვანა, როცა მადრიდელები უკვე იგებდნენ მატჩს. მინიმალური ანგარიშით გამაჯვების მიუხედავად, “რეალი” მთელი თამაშის განმავლობაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა.

გთავაზობთ EPA-ს ფოტოებს სუპერთასის მატჩიდან

რომელუ ლუკაკუს გააქვს გოლი მადრიდის "რეალის" კარში და ანგარიშს მინიმუმამდე ამცირებს, თუმცა ეს "მანჩესტერისთვის" საკმარისი არ აღმოჩნდა. უეფას სუპერთასი. ფოტო: EPA

რომელუ ლუკაკუს გააქვს გოლი მადრიდის “რეალის” კარში და ანგარიშს მინიმუმამდე ამცირებს, თუმცა ეს “მანჩესტერისთვის” საკმარისი არ აღმოჩნდა. უეფას სუპერთასი. ფოტო: EPA

ჟოზე მოურინიო დარიგებებს აძლევს თავის ფეხბურთელებს. მის უკან მადრიდელების მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანია. უეფას სუპერთასი. ფოტო: EPA

ჟოზე მოურინიო დარიგებებს აძლევს თავის ფეხბურთელებს. მის უკან მადრიდელების მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანია. უეფას სუპერთასი. ფოტო: EPA

მეორე გოლი "წითელი ეშმაკების" კარში ისკომ გაიტანა და ანგარიში ორამდე გაზარდა. ის გახდა ამ თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი. უეფას სუპერთასი. ფოტო: EPA

მეორე გოლი “წითელი ეშმაკების” კარში ისკომ გაიტანა და ანგარიში ორამდე გაზარდა. ის გახდა ამ თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი. უეფას სუპერთასი. ფოტო: EPA

"რეალის" მთავარი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ მეორე ტაიმში გამოიყვანა ზინედინ ზიდანმა, როცა მისი გუნდი ერთბურთიანი უპირატესობით იგებდა შეხვედრას. რონალდუმ მისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა. უეფას სუპერთასი. ფოტო: EPA

“რეალის” მთავარი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ მეორე ტაიმში გამოიყვანა ზინედინ ზიდანმა, როცა მისი გუნდი ერთბურთიანი უპირატესობით იგებდა შეხვედრას. რონალდუმ მისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა. უეფას სუპერთასი. ფოტო: EPA

მადრიდის "რეალი" აღნიშნავს "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში გატანილ გოლს. უეფას სუპერთასი. ფოტო: EPA

მადრიდის “რეალი” აღნიშნავს “მანჩესტერ იუნაიტედის” კარში გატანილ გოლს. უეფას სუპერთასი. ფოტო: EPA

ზინედინ ზიდანმა უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის შემდეგ, უეფას სუპერთასიც მოიგო. ფოტო: EPA

ზინედინ ზიდანმა უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის შემდეგ, უეფას სუპერთასიც მოიგო. ფოტო: EPA

მადრიდის "რეალი" აღნიშნავს უეფას სუპერთასის მოგებას. ფოტო: EPA

მადრიდის “რეალი” აღნიშნავს უეფას სუპერთასის მოგებას. ფოტო: EPA

"სამეფო კლუბის" კაპიტანი, სერხიო რამოსი კოცნის უეფას სუპერთასს. ფოტო: EPA

“სამეფო კლუბის” კაპიტანი, სერხიო რამოსი კოცნის უეფას სუპერთასს. ფოტო: EPA

კრიშტიანუ რონალდუ უეფას სუპერთასით ხელში – პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მის ყოფილ გუნდს მოუგო. ფოტო: EPA

კრიშტიანუ რონალდუ უეფას სუპერთასით ხელში – პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მის ყოფილ გუნდს მოუგო. ფოტო: EPA

ზინედინ ზიდანმა "რეალთან" ერთად უეფას სუპერთასი, როგორც ჩემპიონთა ლიგა, ზედიზედ ორჯერ მოიგო. ფოტო: EPA

ზინედინ ზიდანმა “რეალთან” ერთად უეფას სუპერთასი, როგორც ჩემპიონთა ლიგა, ზედიზედ ორჯერ მოიგო. ფოტო: EPA

მადრიდელები ზედიზედ ორჯერ გახდნენ ჩემპიონთა ლიგისა და სუპერთასის გამარჯვებულები. ფოტო: EPA

მადრიდელები ზედიზედ ორჯერ გახდნენ ჩემპიონთა ლიგისა და სუპერთასის გამარჯვებულები. ფოტო: EPA

მადრიდელებისა და მანჩესტერელების ფრანგი ლიდერების დუელი – კარიმ ბენზემა და პოლ პოგმა. უეფას სუპერთასი. ფოტო: EPA

მადრიდელებისა და მანჩესტერელების ფრანგი ლიდერების დუელი – კარიმ ბენზემა და პოლ პოგმა. უეფას სუპერთასი. ფოტო: EPA

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.