ახალი ამბები

ქუთაისში 43 წლის გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

11 აპრილი, 2013 • • 1030
ქუთაისში 43 წლის გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სამართალდამცავები  გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად   ყაჩაღობას განიხილავენ.

 

“დღეს დილით შეტყობინება შემოვიდა ქუთაისის საპატრულო პოლიციაში. ადგილზე მოსულ ეკიპაჟს მამაკაცის გვამი დახვდა და ექსპერტ-კრიმინალისტები გამოიძახეს. პირველადი ინფორმაციით შემიძლია გითხრათ ის, რომ მამაკაცს სახის არეში რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. ის 1975 წელს დაბადებული, ხაშურში მცხოვრები დავით წიქორიშვილია. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საქმის დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ,” – განაცხადა გამომძიებელმა დავით კუხიანიძემ.

 

სახლის მეპატრონის ზაალ ებანოიძის თქმით, გარდაცვლილს ფართი სამი თვის განმავლობაში ჰქონდა ნაქირავები. მისივე განმარტებით, გარდაცვლილს ფინანსური პრობლემები ჰქონდა:

 

“ეს ბინა, სადაც გარდაცვლილი იპოვეს, ჩემი ქალიშვილის არის. ფულიანის არაფერი ეტყობოდა გარდაცვლილს, რადგან ორი თვის ფული ძლივს, ნაწილ-ნაწილ გადაიხადა. ვიცით, რომ ერთ-ერთ ფირმაში მუშაობდა და ხშირად უხდებოდა მივლინებებში ყოფნა. თუ არ ვცდები,  ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე  კომპანიაში მუშაობდა.”

 

სამართალდამცავებმა გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზის ჩასტარებლად ლევან  სამხარაულის სახელობის პროზექტურაში გადაასვენეს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი