ბაღდათის სოფელ ნერგეეთში ჩამოწოლილ მეწყერს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 6 პირს კი ამ დრომდე ეძებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიწის მასაში მოყოლილია 4 საცხოვრებელი სახლი. მათივე ცნობით, უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილია 1 მოქალაქე.
ადგილზე უკვე რამდენიმე საათია მეხანძრე-მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
„სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს მიმდინარე სამუშაოებს.
სტიქიის ადგილებზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები“, – აცხადებს შსს.
ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური