ახალი ამბები

საპატრიარქო “საზღვრის” გადმოწევაზე: საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევა უნდა გააქტიურდეს

7 ივლისი, 2017 • 2274
საპატრიარქო “საზღვრის” გადმოწევაზე: საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევა უნდა გააქტიურდეს

საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე  საზღვრის აღმნიშვნელი უკანონო ბანერის დამონტაჟებაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი,  აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ძალისხმევის გააქტიურება, რათა აღნიშნული პროცესი შეჩერდეს და გამოსწორდეს:

“ცნობამ ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” სასაზღვრო ზოლის გადმოწევის შესახებ აღაშფოთა საქართველოს მოსახლეობა. სამწუხაროდ, უკვე არაერთხელ გავხდით მოწმე მსგავსი ქმედებისა, ვინაიდან ჩვენი მხრიდან ძალისმიერი წინააღმდეგობის გაწევა შეიძლება დიდი პროვოკაციის მიზეზად იქცეს, აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ძალისხმევის გააქტიურება, რომ აღნიშნული პროცესი შეჩერდეს და გამოსწორდეს'” – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 4 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე  საზღვრის აღმნიშვნელი უკანონო ბანერი დამონტაჟდა.

სუს-ის ცნობითვე, ბანერის დამონტაჟების გამო რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის სასოფლო-სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი