ახალი ამბები

მარგველაშვილი: მოვუწოდებ უმრავლესობას, არ იძალადოს პოლიტიკურ პროცესებზე

6 ივლისი, 2017 • 1834
მარგველაშვილი: მოვუწოდებ უმრავლესობას, არ იძალადოს პოლიტიკურ პროცესებზე

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლაში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ისაუბრა და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკურ ძალებს დიალოგისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტის თქმით, მიესალმება გიორგი კვირიკაშვილის წინადადებას ამ თემაზე დიალოგის გამართვის შესახებ. მან მმართველ პარტიას მოუწოდა, არ იძალადოს პოლიტიკურ პროცესებზე და ოპონენტებთან და საზოგადოებთან დიალოგის რეჟიმში იყოს:

“მიმდინარე პოლიტიკური კონტექსტიდან მე მინდა მივესალმო ბატონი პრემიერის წინადადებას აქტიური დიალოგისკენ საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებთან კონსტიტუციის მიღების პროცესში. მე მინდა მოვუწოდო პოლიტიკურ ძალებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს, აქტიურად ჩაერთონ კონსტიტუციის განხილვის პროცესში, რათა კონსტიტუცია შედგეს როგორც თანხმობის, როგორც ერის გამაერთიანებელი დოკუმენტი, როგორც დამფუძნებელმა მამებმა დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან სულ რამდენიმე წელიწადში შექმნეს შეერთებული შტატების კონსტიტუცია.

მე მინდა მოვუწოდო საპარლამენტო უმრავლესობას, არ იძალადოს პოლიტიკურ პროცესზე და აქტიურად იყოს დიალოგში პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. ასეთი აქტიური დიალოგით ჩვენ ვიქნებით იმ ღირებულებების, რომლებიც არსებობს ქართულ კულტურაში, იმ ღირებულებების, რომლებსაც დღეს აღვნიშნავთ” – თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

მარგველაშვილის შემდეგ სიტყვით გამოვიდა გიორგი კვირიკაშვილი.  პრემიერმა მისალოც სიტყვაში აღნიშნა, რომ ქართული პოლიტიკური კკნტექსტის სიღრმეში შესვლას არ აპირებს. მან ამერიკელებს დამოუკდებლობის დღე მიულოცა და  კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ აშშ საქართველოს ყველაზე მნშვნელივანი სტრატეგოული პატტნიორია:

“თქვენის ნებართვით მე დღევანდელი ქართული პოლიტიკური კონტექსტის სიღრმეში არ წავალ” – თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.

საკითხზე კომენტარი აშშ-ის ელჩმაც გააკეთა. როგორც იან კელიმ განაცხადა, აშშ მხარს ფართო მიდგომას ყველა რეფორმასთან მიმართებით:

“მე ვფიქრობ რომ ძლიერი და ლეგიტიმური ხელისუფლება ეფუძნება ხალხისა და მათი წარმომადგენლების თანხმობას. ამიტომ ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით  ფართო მიდგომას ყველა რეფორმასთან მიმართებით და ქვეყნის ფინდამენტური კანონის რეფორმაზეც. პრემიერმა თქვა, რომ ის რეფორმას გააგრძელებს და ჩვენ მხარს ვუჭერთ მას” – თქვა იან კელიმ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი