ახალი ამბები

3 ივლისს იუსტიციის საბჭო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს დანიშნავს

30 ივნისი, 2017 • 1762
3 ივლისს იუსტიციის საბჭო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს დანიშნავს

3 ივლისს, 15:00 საათზე, პირველად შეიკრიბება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განახლებული შემადგენლობა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს დანიშნავს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძე 24 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ მდივნად აირჩიეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ივნისში უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო 8 წევრმა დატოვა, საიდანა, ოთხი პარლამენტმა თავისი კვოტით, ოთხი კი  მოსამართლეთა კონფერენციამ დანიშნა.

სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნის ხარვეზიანი წესი არასამთავრობო სექტორმა არაერთხელ გააპროტესტა. მათი განცხადებით, არსებობს არაჯანსაღი ურთიერთობა და სუბორდინაცია სასამართლო თავმჯდომარეებს/გავლენიან ჯგუფებსა და რიგით მოქალაქეებს შორის, რაც აყალიბებს განსხვავებული აზრის საწინააღმდეგო კულტურას. მათი განცხადებითვე, თავმჯდომარეების დანიშვნის წესი ხარვეზიანია და მათ ჭარბი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი