გიორგი მიქაუტაძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი მდივანია

დღეს, 24 ივნისს მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ მდივნად გიორგი მიქაუტაძე 246 ხმით აირჩია.

გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა. მიქაუტაძემ ამ თანამდებობაზე 2016 წლის მარტში მამუკა ახვლედიანი შეცვალა. იგი საბჭოს წევრად დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 2017 წლის აპრილში აირჩიეს. 2017 წლის 24 ივნისს კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გახდა.

მიქაუტაძე 2006-2010 წლებში თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორად მუშაობდა, 2010 წელს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსად. 2010-2011 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2011 წლის დეკემბრიდან კი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი 4 წლის ვადით აირჩევა. საბჭოს ახალი მდივანი ჩაანაცვლებს ლევან მურუსიძეს, რომელსაც, უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადა ამოეწურა.

გიორგი მიქაუტაძის კონკურენტი ამ თანამდებობაზე რევაზ ნადარაია იყო, თუმცა, მოსამართლეთა უმრავლესობამ ხმა გიორგი მიქაუტაძეს მისცა. ნადარაიამ კენჭისყრაზე 26 ხმა მიიღო.

გიორგი მიქაუტაძე

გიორგი მიქაუტაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი