ახალი ამბები

პარლმენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო

23 ივნისი, 2017 • 2955
პარლმენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს. რეგისტრაცია სულ 115-მა დეპუტატმა გაიარა და ცვლილებების პროექტს 115-ივე მათგანმა მხარდაჭერა გამოუცხადა.

დეპუტატებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ცვლილებების პროექტსაც.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედის, ანუ 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. “ქართული ოცნება” მოქმედ პარლამენტში 117 დეპუტატითაა წარმოდგენილი, შესაბამისად, კონსტიტუციის შესაცვლელად ოპოზიციის ხმები არ სჭირდებათ. პლენარულ სხდომას დღეს არც ერთი ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატი არ დასწრებია, რადგან მათ საპარლამენტო განხილვებს ბოიკოტი გაამოუცხადეს.

დღეს მოქმედი კონსტიტუცია 109 მუხლისგან შედგება, ხოლო შემოთავაზებულ რედაქციაში, რომელიც პარლამენტთან შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა – 78 მუხლია. კონსტიტუციის პროექტში მუხლები გადაადგილებული და დაჯგუფებულია, ზოგ შემთხვევაში კი- გაერთიანებული. შემოთავაზებულ პროექტში კონსტიტუციის თითოეულ მუხლს თავისი სათაური აქვს, მოქმედ რედაქციაში კი მხოლოდ თავები არის დასათაურებული. თავების გარდა შეცვლილი არის სიტყვების რაოდენობაც. კერძოდ, კონსტიტუციის პროექტში 8 875 სიტყვაა, ხოლო მოქმედი კონსტიტუცია 1 1045 სიტყვისგან შედგება. კონსტიტუციაში დაახლოებით 50-ზე მეტი ცვლილება შედის.

მასალების გადაბეჭდვის წესი