ახალი ამბები

მოსამართლემ სახალხო დამცველი “ციანიდის საქმის” პროცესზე დაუშვა

8 ივნისი, 2017 • 1860
მოსამართლემ სახალხო დამცველი “ციანიდის საქმის” პროცესზე დაუშვა

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ომბუდსმენი “ციანიდის საქმის” პრიცესზე დაუშვა – ამის შესახებ ნეტგაზეთს სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს.

სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დეკანოზ გიორგი მამალაძის დახურულ სასამართლო პროცესზე არ დაუშვა.

უჩა ნანუაშვილი ამბობდა, რომ ომბუდსმენს აქვს უფლება, დახურულ პროცესს დაესწროს და მიიჩნევს, რომ მოსამართლემ კანონი დაარღვია.

მან მოსამართლეს წერილით მიმართა, სადაც აცხადებდა, რომ იმედოვნებდა, შემდგომ სასამართლო სხდომაზე არ განმეორდებოდა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების უგულებელყოფა და უზრუნველყოფილი იქნებოდა სასამართლო სხდომაზე მისი დასწრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი