ახალი ამბებიხელოვნება

TBILISI NEWCOMERS 2017-ის ფინალური კონცერტისთვის 6 მუსიკალური პროექტი შეირჩა

6 ივნისი, 2017 • 8098
TBILISI NEWCOMERS 2017-ის ფინალური კონცერტისთვის 6 მუსიკალური პროექტი შეირჩა

10 ივნისს, ილიაუნის დაბადების დღეზე, ლისის ტბაზე გაიმართება TBILISI NEWCOMERS 2017-ის ფინალური კონცერტი, რომელში მონაწილეობასაც ექვსი მუსიკალური პროექტი მიიღებს.

დღეს, 5 ივნისს, ილიაუნის თეატრში გამართულ TBILISI NEWCOMERS-ის შოუქეისზე ალთერვიჟენ ჯგუფის პროდიუსერებმა 17 მუსიკალური პროექტის მოისმინეს, საიდანაც ფინალური კონცერტისთვის შემდეგი არტისტები შეარჩიეს:

  • LIE FOR YOU
  • KILLAGES
  • HARRY RULES
  • THE NALI
  • UNLIMITED
  • INFADUS

ყოველწლიურ მუსიკალურ პროექტში, TBILISI NEWCOMERS, რომელსაც წელს ალთერვიჟენ ჯგუფი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად აკეთებს, მონაწილეობის სურვილი 38-მა მუსიკოსმა და ბენდმა გამოთქვა. ჩანაწერების მოსმენის შედეგად შეირჩა 17 პროექტი.

Tbilisi Newcomers 2017-ის ფინალური კონცერტი 10 ივნისს, ილიაუნის დაბადების დღეს, ლისის ტბაზე გაიმართება. სწორედ ილიაუნის დაბადების დღეს დასახელდება 2017 წლის საუკეთესო სამი ნიუქამერი, რომლებიც ამიერკავკასიის ყველაზე დიდ მუსიკალურ ფესტივალში დაუკრავენ ისეთ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიცაა: ARCHIVE, ANATHEMA, LENINGRAD, SEVDALIZA, SOFT EJECT, ნინო ქათამაძე & INSIGHT, OXIA, ALEX.DO, RIPPERTON და კიდევ 50-მდე ადგილობრივი და უცხოელი მუსიკოსი.

TBILISI NEWCOMERS 2017-ის ფინალურ კონცერტში ექვსი მუსიკალური პროექტი მიიღებს მონაწილეობას

TBILISI NEWCOMERS 2017-ის ფინალურ კონცერტში ექვსი მუსიკალური პროექტი მიიღებს მონაწილეობას

მასალების გადაბეჭდვის წესი