ახალი ამბები

კლუბი KHIDI მუსიკალურ ფესტივალ TBILISI OPEN AIR-თან ერთიანდება

16 მარტი, 2024 • 1090
კლუბი KHIDI მუსიკალურ ფესტივალ TBILISI OPEN AIR-თან ერთიანდება

რეგიონის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალს TBILISI OPEN AIR-ს კლუბი KHIDI უერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას ფესტივალის ორგანიზატორები ავრცელებენ.

მათივე ცნობით, TBILISI OPEN AIR 2024-ზე ტრადიციულად ოთხი სცენა იქნება წარმოდგენილი, ელექტრონული მუსიკის სცენას სწორედ KHIDI დაიკავებს.

„წელს Tbilisi Open Air-ს შემოუერთდება თბილისის ერთ-ერთი წამყვანი კლუბი, KHIDI. ჩვენთვის, ფესტივალისთვის, დიდი პატივია KHIDI-თან, მის გამოცდილ გუნდთან და გამორჩეულ არტისტებთან თანამშრომლობა. გვჯერა, რომ ჩვენი დამეგობრება ბევრს გაახარებს და ეს თანამშრომლობა წარმატებული იქნება”, – ნათქვამია ფესტივალის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი