ახალი ამბები

სროლას ორლანდოში მსხვერპლი მოჰყვა

5 ივნისი, 2017 • 2339
სროლას ორლანდოში მსხვერპლი მოჰყვა

CNN-ის ინფორმაციით, ფლორიდის შტატში, ორლანდოში სროლის შედეგად 5 ადამიანი, მათ შორის თავდამსხმელი გარდაიცვალა. საოფისე შენობაში სროლა 5 ივნისს, ადგილობრივი დროით, დილის საათებში, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.

პოლიცია მომხდარის ტერორიზმთან კავშირს გამორიცხავს.

1 კვირის შემდეგ ერთი წელიწადი შესრულდება ორლანდოს ღამის კლუბში მომხდარი თავდასხმიდან, რომელიც დღემდე ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სროლა იყო და მას 49 ადამიანი შეეწირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი