ახალი ამბები

პოლიციამ მარნეულში მექორწილეები სროლის გამო დააჯარიმა

29 ივლისი, 2022 •
პოლიციამ მარნეულში მექორწილეები სროლის გამო დააჯარიმა

პოლიციამ მარნეულში ქორწილის კორტეჟის მონაწილეები აკუსტიკური იარაღის სროლის გამო დააჯარიმა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, უწყებას სროლის კადრები ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ მიაწოდა.

„გავრცელებული ვიდეოკადრები აღნიშნული მედიასაშუალების ჟურნალისტმა სამართალდამცველებს მიაწოდა. სამართალდამცველებმა შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს ფაქტის შესწავლა.

პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, უმოკლეს დროში მოხდა სამართალდამრღვევი პირების დადგენა და მათი დაჯარიმება. კერძოდ: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით (საავარიო სიტუაციის შექმნა) დაჯარიმდა კადრებში ასახული ავტომობილის მძღოლი, ხოლო ამავე კოდექსის 181-3 მუხლის მიხედვით (გაზის აირის ან აკუსტიკური იარაღის ტარების წესების დარღვევა) დაჯარიმდა 2 პირი.

პოლიციამ სამართალდამრღვევი პირებისგან ორი ხმოვანი პისტოლეტი ამოიღო“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი