ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი

14 ნოემბერი, 2023 • 1205
თბილისში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი

თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან სროლა იყო. სროლის შედეგად დაიჭრა 1 ადამიანი.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულია 1 პირი.

მათივე ცნობით, მომხადარზე გამოძიება სისხლის სამართლის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარებას გულისხმოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი