ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბიბილოვი: რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება კვლავ აქტუალურია

2 ივნისი, 2017 • 6402
ბიბილოვი: რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება კვლავ აქტუალურია

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება, უბრალოდ, ამისათვის პოლიტიკური კონსულტაციების გამართვაა საჭირო:

“რუსეთთან შეერთების იდეა სამხრეთ ოსეთის მოსხლეობას ეკუთვნის ჯერ კიდევ 1921 წლიდან. ეს საკითხი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გააქტიურდა, რადგან ნათელი იყო, რომ საქართველო რევანშისტულ განწყობებზე უარს არ იტყოდა. რაც შეეხება რეფერენდუმს, რა თქმა უნდა, ვთვილი, რომ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. იმ დროს, როცა ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა რეფერენდუმი ჩაგვეტარებინა (2014 წელს), მაშინ, სამწუხაროდ, ეს შესაძლებლობა გავუშვით. დღეს ყველაფრის თავიდან დაწყება გვჭირდება.

შეთანხმება, რომ რეფერენდუმი 2017 წელს არჩევნების შემდეგ უნდა გაიმართოს, რა თქმა უნდა, კვლავ აქტუალურია. მაგრამ სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებია საჭირო. სანამ ამ კონსულტაციებს არ გავმართავთ და ჩვენი მომავლის რუკა არ გვეცოდინება, ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რეფერენდუმის იდეას არავინ უარყოფს და ადრე თუ გვიან აქამდე მივალთ”, – განაცხადა ბიბილოვმა რია-ნოვოსტისთან ინტერვიუში.

მასალების გადაბეჭდვის წესი