საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე ეხმაურება რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის გაფორმებას.
„ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას იმისთვის, რომ გაამყარო საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ძალისმიერ ანექსია, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს. ჩვენ უარვყოფთ საერთაშორისო სამართლის ასეთ უხეშ დარღვევას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს სრულ მხარდაჭერას!“, — წერს ზურაბიშვილი.
Formalizing sham referendum to support a blatant violation of international law and forceful annexation has no legitimacy, no future.
We reject such gross violations of international law and reiterate our full support to Ukraine’s territorial integrity.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) September 30, 2022
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე ხელი მოაწერა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ოლქების რუსეთთან შეერთების შესახებ. დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, ასევე, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებულ ნაწილში რუსეთთან შეერთების საკითხზე უკანონო რეფერენდუმები 23-27 სექტემბერს გაიმართა.
