ახალი ამბები

სახალხო დამცველი დეკანოზ გიორგი მამალაძის დახურულ სხდომაზე მივიდა

30 მაისი, 2017 • 1926
სახალხო დამცველი დეკანოზ გიორგი მამალაძის დახურულ სხდომაზე მივიდა

სახალხო დამცველი თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა და დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე დასწრება მოითხოვა, რომელიც დახურულია. უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ომბუდსმენს აქვს უფლება, დახურულ პროცესს დაესწროს.

“სახალხო დამცველს აქვს უფლებამოსილება, განახორციელოს ადამიანის უფლებათა დარღვევის მონიტორინგი და ზედამხედვლობა გაუწიოს პროცესს. ეს არის კანონით მონიჭებული უფლებამოსილება. ჩვენ გვაქვს წვდომა თვითმმართველობის ხელისუფლების ყველა ორგანოზე, პენიტენციურ დაწესებულებებზე, სამხედრო ქვედანაყოფებზე. აბსოლუტურად ყველა შენობაში შეგვიძლია შევიდეთ და დავაკვირდეთ ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას”, – განაცხადა ნანუაშვილმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად მკვლელობის მომზადება ედება. სასამართლო პროცესი დახურულია. დეკანოზი აცხადებს, რომ უდანაშაულოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი