ახალი ამბებისამართალი

ნიკა გვარამია დეკანოზ მამალაძესთან შესახვედრად გლდანის საპატიმროში მივიდა

6 იანვარი, 2020 • 7652
ნიკა გვარამია დეკანოზ მამალაძესთან შესახვედრად გლდანის საპატიმროში მივიდა

მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთ-ერთი ადვოკატიცაა, გლდანის ციხეში მივიდა და დეკანოზთან გეგმავს შეხვედრას. 

“დღეს დეკანოზმა დარეკა ჩემთან, ჩვენ დავიწყეთ საუბარი და მე მინდოდა ჩაწერა მასთან საუბრის და ვთხოვე, რომ ერთ წუთში გადმოერეკა, რომ ჩამერთო ტელეფონი შესაბამის რეჟიმზე. არ გადმოარეკინეს. ასე ხდება ხოლმე. ჩემთან ან მთავარ არხთან როცა რეკავს, აღარ აძლევენ განმეორებითი ზარის შესაძლებლობას. ამიტომ მოვედი”, – განაცხადა გვარამიამ. 

მან დეკანოზ მამალაძეს მართლმადიდებელი ეკლესიის და სახელწმიფოს ტყვე უწოდა. 

6 იანვარს პრეზიდენტმა უარი თქვა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე. შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა 8 ნოემბერს მიმართა.

დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. დეკანოზი ბრალს არ აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი