სასულიერო პირებმა და ბურჯანაძის პარტიის წევრებმა ფილმის ჩვენების ჩაშლა სცადეს

სასულიერო პირების  ნაწილი, მმკ, ბურჯანაძის პარტიის წევრები და მათი მხარდამჭერები მეთიუ ვარშუსის მხატვრული ფილმის, “პრაიდის” ჩვენების ჩაშაშლელად მზიურის პარკთან შეიკრიბნენ, თუმცა პოლიციამ ისინი პარკში არ შეუშვა.

გარემოს დამცველ აქტივისტ ნატა ფერაძის თქმით, ჩვენების ორგანიზატორები და მონაწილეები კაფე “ახალ მზიურში” უსაფრთხოდ შევიდნენ,  სადაც ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი, მათი მოწინააღმდეგეები კი ისევ მზიურის პარკის გარეთ არიან და აპროტესტებენ “გარყვნილების პროპაგანდას”.

პარკის ორივე შესასვლელს ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ.

მზიურის თავისუფალი ჩვენებების სივრცეში “პრაიდის” ჩვენება და დისკუსიაა  დაგეგმილი. ჩვენების ორგანიზატორი – ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წარმომადგენელი მარიამ ქაჯაია იყო.  ფილმის ჩვენება  ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო (International Day Against Homophobia, Transphobia and Biphobia – IDAHOT) დღესთან დაკავშირებით გადაწყვიტეს.

ფილმი მარგარეტ ტეთჩერის პრემიერ მინისტრობის დროს, ბრიტანეთში მაღაროელთა საყოველთაო გაფიცვისას განვითარებულ რეალურ ამბავს მოგვითხრობს. მაშინ, გაფიცულებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად, ლესბოსელებმა და გეებმა მაღაროელთა მხარდასაჭერი კამპანიის ფარგლებში, გადამწყვეტი რაოდენობის თანხის შეგროვება შეძლეს.

18527742_1474012712673587_7492809248761453553_n 18528066_1474012732673585_4555915659710703660_n

"მზიურში" ფილმის ჩვენების ჩაშლა სცადეს

“მზიურში” ფილმის ჩვენების ჩაშლა სცადეს

მზიურთან მობილიზებულია პოლიცია. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მზიურთან მობილიზებულია პოლიცია. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.