თბილისში ოჯახის სიმტკიცის დღე ბავშვებთან ერთად ხატებით მსვლელობით აღნიშნეს

მართლმადიდებელი მრევლის ნაწილმა დღეს, 17 მაისს, ოჯახის სიმტკიცის დღე მასშტაბურად აღნიშნა – გაიმართა კონცერტები, გადაიკეტა რუსთაველის გამზირი და მოეწყო საზეიმო მსვლელობა ხატებით ვარდების მოედნიდან სამების ტაძრის მიმართულებით.

17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს გამოაცხადა.

17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშავენ. სწორედ 17 მაისს, 1990 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებების სიიდან ამოიღო.

დღეს თბილისშიც აღნიშნეს ჰომოფობიის წინაღმდეგ ბრძოლის დღე. აქცია დილით მთავრობის კანცელარიის წინ გაიმართა და მათ ყველა მხრიდან იცავდა პოლიცია.

დილის 9 საათიდან დაიწყეს შეკრება რუსთაველის გამზირზე მართლმადიდებელი მრევლის წევრებმაც. სანამ კონცერტი დაიწყებოდა, სასულიერო პირებმა პარაკლისი გადახადეს.

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია. ვიდრე კონცერტები დაიწყებოდა, სასულიერო პირებმა დილის 09:30-ზე პარაკლისი გადაიხადეს. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია. ვიდრე კონცერტები დაიწყებოდა, სასულიერო პირებმა დილის 09:30-ზე პარაკლისი გადაიხადეს. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

დაახლოებით 10 საათისთვის, როდესაც ფილარმონიასთან შეკრებილებმა გაიგეს, რომ მთავრობის კანცელარიასთან იმართებოდა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის აღსანიშნავი აქცია, მათი ნაწილი, მათ შორის, სასულიერო პირები, დავით ნოზაძე და დავით ქვლივიძე, გაემართენ კანცელარიის მმიმართულებით. ინგოროყვას ქუჩა მათ პოლიციელების მიერ გადაკეტილი დახვდათ.

კონტრაქციის მონაწილეები პოლიციამ კანცელარიის მიმართულებით არ გაატარა. თუმცა, ამას კონფლიქტი არ მოჰყოლია პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

კონტრაქციის მონაწილეები პოლიციამ კანცელარიის მიმართულებით არ გაატარა. თუმცა, ამას კონფლიქტი არ მოჰყოლია პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

“ვის იცავთ, ამათ იცავთ? დავისჯებით” – მიმართა დეკანოზმა დავით ქვლივიძემ პოლიციელებს, რომლებიც აქციის მონაწილეებს იცავდნენ.

დეკანოზი დავით ქვლივიძე ინგოროყვას ქუჩაზე ესაუბრება პოლციელებს, რომლებიც იცავდნენ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღის აღსანიშნავად გამართული აქციის მონაწილეებს. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

პოლიციელებთან კონტრაქციის სხვა მონაწილეებმაც ისაუბრეს, მაგრამ ამას არ მოჰყოლია დაპირისპირება. პოლიციელები მრევლს პასუხს არ უბრუნებდნენ.

კონტრაქციის მონაწილები ესაუბრებიან პოლიციელებს. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

კონტრაქციის მონაწილები ესაუბრებიან პოლიციელებს. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

“იქ რა აქციაც ეწყობა, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან გულსატკენია. ის ადამიანები ცოდვაში არიან და კიდევ უნდათ, რომ ეს თავიანთი მდგომარეობა გახადონ ყველასთვის დასანახი. ამის მომხრე ვერ ვიქნებით, იქ არის ცოდვა და საჭიროა, ადამიანებმა, ბავშვებმა და ოჯახებმა იცოდნენ და არ მოტყუვდნენ, როგორც ისინი ამბობენ, რომ ის არის პროგრესი და ეს არის გაუნათლებლობა. ვფიქრობ, ისინი არ უნდა გამოსულიყვნენ. საქართველოში უმრავლესობა ამის მოწინააღმდეგეა,”- ამბობს ნეტაზეთთან საუბრისას ინგოროყვას ქუჩაზე შეკრებილი მრევლის წარმომადგენელი ელენე ბაქრაძე.

პოლიციელები ბარიკადს მიღმა ინგოროყვას ქუჩაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

პოლიციელები ბარიკადს მიღმა ინგოროყვას ქუჩაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

კანცელარიასთან მისული მართლმადიდებელი მრევლის წარმომადგენელი ხელში ბუშტით, რომელზეც წერია რომ 17 მაისი ოჯახის დღეა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

კანცელარიასთან მისული მართლმადიდებელი მრევლის წარმომადგენელი ხელში ბუშტით, რომელზეც წერია რომ 17 მაისი ოჯახის დღეა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

მტავრობის კანცელარიასთან მისული აქციის მონაწილე სანთლებით ხელში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

მთავრობის კანცელარიასთან მისული აქციის მონაწილე სანთლებით ხელში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

ინგოროყვას ქუცაზე მიტანილი ტრანსპარანტები, სადაც წერია, რომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

ინგოროყვას ქუცაზე მიტანილი ტრანსპარანტები, სადაც წერია, რომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

მას შემდეგ, რაც ინგოროყვას ქუჩაზე შეკრებილი მრევლის ნაწილმა შეიტყო, რომ ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები დაიშალნენ, ეტაპობრივად ჩავიდნენ რუსთაველის გამზირზე და ოჯახის სიმტკიცის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს შეუერთდნენ.

მას შემდეგ, რაც ჰიმოფბიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა დასრულდა, 17 მაისის, როგორც ოჯახის სიმტკიცის დღის აღნიშვნის მომხრეებმა პლაკატები წაიღეს. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

ოჯახის სიმტკიცის დღის აღსანიშნავად შეკრებილ მრევლს შორის ბევრი ბავშვი იყო.

პარლამენტის შენობა, სტიქაროსანი ბავშვები და ევროკავშირის დროშა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

პარლამენტის შენობა, სტიქაროსანი ბავშვები და ევროკავშირის დროშა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

ჩოხაში გამოწყობილი მცირეწლოვანი დროშით ხელში ვარდების მოედანზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

ჩოხაში გამოწყობილი მცირეწლოვანი დროშით ხელში ვარდების მოედანზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

ვარდების მოედანი ოჯახის სიმტკიცის აღსანიშნავად მოწყობილი მსვლელობის მონაწილე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

ვარდების მოედანი. ოჯახის სიმტკიცის აღსანიშნავად მოწყობილი მსვლელობის მონაწილე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

საზეიმო მსვლელობის მონაწილეებს თან ხატები ჰქონდათ.

ხატი ვარდების მოედანზე, საიდანაც, სამების ტაძრის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

ხატი ვარდების მოედანზე, საიდანაც, სამების ტაძრის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

მსვლელობის მინაწილეს უჭირავს ხეზე ამოკვეთილი წმინდა გიორგი ხატი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

მსვლელობის მინაწილეს უჭირავს ხეზე ამოკვეთილი წმინდა გიორგი ხატი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

ოჯახის სიმტკიცის დღის აღსანიშნავ მსვლელობაში მონაწილეებს შორის იყვენ ჩოხოსნებიც.

მსვლელობის მონაწილეები. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

მსვლელობის მონაწილეები. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

“ოჯახი – ყველაზე რეალური და ერთგული მეგობარი”, “სამშობლო ოჯახიდან იწყება”, “17 მაისი – ოჯახის სიმტკიცის დღე” –  ეწერა 17 მაისს გამართულ მსვლელობასთან დაკავშირებით გამოტანილ ბანერებსა და პლაკატებზე.

"სამშობლო ოჯახიდან იწყება" - ბანერი ვარდების მოედანზე მოწყობილ სცენაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

“სამშობლო ოჯახიდან იწყება” – ბანერი ვარდების მოედანზე მოწყობილ სცენაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

"ოჯახი - ყველაზე რეალური და ერთგული მეგობარი" - წერია ოპერის შენობაზე გამოკრულ პლაკატზე. ოპერის შენობასთაცაც მინდინარეობდა ოჯახის სიმტკიცის დღის აღსანიშნავი კონცერტი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

“ოჯახი – ყველაზე რეალური და ერთგული მეგობარი” – წერია ოპერის შენობაზე გამოკრულ პლაკატზე. ოპერის შენობასთაცაც მინდინარეობდა ოჯახის სიმტკიცის დღის აღსანიშნავი კონცერტი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ გვარებიც. თითოეულ გვარის წარმომადგენლებს, რომლებიც მსვლელობაზე მივიდნენ, თან ჰქონდათ საგვარეულო გერბი, რომელიც დროშაზე გვართან ერთად იყო დატანილი. გვარები ხატებით მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად ოჯახებით იყვნენ მიწვეული.

მსვლელობაში მონაწილეობა გვარებმაც მიიღეს. თითოეული გვარის წარმომადგენელს თან ჰქონდა ამ ვარის დროშა და გერბი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

მსვლელობაში მონაწილეობა გვარებმაც მიიღეს. თითოეული გვარის წარმომადგენელს თან ჰქონდა ამ ვარის დროშა და გერბი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

მსვლელობა ვარდების მოედნიდან შუადღის 13:10-ზე დაიწყო. მრევლი სამების საკათედრო ტაძრამდე ფეხით მივიდა.

მრევლის მსვლენობა ვარდების მოედნიდან დაიწყო. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

მრევლის მსვლენობა ვარდების მოედნიდან დაიწყო. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

მსვლელობის მონაწილე ბავშვებს უჭირავთ ბანერი, რომელზეც წერია - "17 მაისი - ოჯახის სიმტკიცის დღე". ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

მსვლელობის მონაწილე ბავშვებს უჭირავთ ბანერი, რომელზეც წერია – “17 მაისი – ოჯახის სიმტკიცის დღე”. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

მსვლელობის მონაწილე ბავშვი ხატით ხელში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

მსვლელობის მონაწილე ბავშვი ხატით ხელში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

მსვლელობა ხატებით. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 17.05.2017

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი