ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანისა და ყარაბაღის მხარეები ერთმანეთს მორიგ პროვოკაციაში ადანაშაულებენ

16 მაისი, 2017 • 3661
აზერბაიჯანისა და ყარაბაღის მხარეები ერთმანეთს მორიგ პროვოკაციაში ადანაშაულებენ

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დღეს, 2017 წლის 15 მაისს, მორიგ ესკალაციას ჰქონდა ადგილი. აზერბაიჯანულმა მხარემ მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკა გაანადგურა. ორივე მხარე ერთმანეთს პროვოკაციაში ადანაშაულებს.

“დღეს, 15 მაისს, ადგილობრივი დროით 16:30 საათზე არწახის [მთიანი ყარბაღი] საზღვრის მიმართულებით მოწინააღმდეგემ მორიგ პროვოკაციას მიმართა და თავდაცვის არმიის სამხედრო ობიექტის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. შედეგად, ნაწილობრივ დაზიანდა სამხედრო ტექნიკა”, – ამის შესახებ ფეისბუკის გვერდზე არცრუნ ოვნაისიანმა, მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანმა დაწერა.

ყარაბაღის მხარის ცნობითვე, აზერბაიჯანს დანაკარგი არ ჰქონია. ვაცხადებთ, რომ აზერბაიჯანის ჯარის პროვოკაცია უპასუხო არ დარჩება. შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა კი აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა იკისროს”, – წერს ის.

ფაქტთან დაკავშირებით აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ პროვოკაციას სწორედ სომხეთის მხრიდან ჰქონდა ადგილი და იძულებული გახდა, ამ ზომისთვის მიემართა.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში. ბოლო წლებში ყველაზე მასშტაბური საომარი მოქმედებები, რომელსაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა, 2016 წლის აპრილის დასაწყისში მოხდა. ეს მოვლენები “აპრილის ოთხდღიანი ომის” სახელით არის ცნობილი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი