გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრზიდენტი

პრეზიდენტი: თანადგომას ვუცხადებ შახტში მომუშავეთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს

საქართველოს პრეზიდენტი ტყიბულში, მინდელის   შახტში  მომუშავეთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შრომის მოქმედი კანონმდებლობა ვერ ღმოფხვრის ასეთ უბედურ შემთხვევებს:

“ძნელია, მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ტყიბულში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი. სამწუხაროდ, ეს უკვე მერამდენე ტრაგედია ვერ ჩაითვლება, უბრალოდ, „შემთხვევად“. შრომის უსაფრთხოების დღეს არსებული პირობები, თუნდაც მოქმედი კანონმდებლობის დაცვის ხარისხი, სამწუხაროდ, ეფექტურად ვერ გამორიცხავს მსგავს უბედურებებს. საჭიროა, მთელი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და, ცხადია, პირველ რიგში, ხელისუფლების ძალისხმევა მიიმართოს შრომის უსაფრთხოების წესების დახვეწისა და მათი აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ. ”

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლის, ილია ლეჟავას განცხადებით, დაღუპულია ოთხივე მუშა, რომლებიც დღეს ტყიბულის მაღაროს სატვირთო ლიფტის შახტში ჩავარდნენ.

ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.