ახალი ამბები

მთავრობამ პრეზიდენტს ლიეტუვაში ვიზიტის უფლება არ მისცა

4 აპრილი, 2024 • 781
მთავრობამ პრეზიდენტს ლიეტუვაში ვიზიტის უფლება არ მისცა

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს ლიეტუვაში ვიზიტზე უარი უთხრა.

სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტს 10-12 აპრილს გეგმავდა.

თანხმობისთვის პრეზიდენტმა მთავრობას 27 მარტს მიმართა, თუმცა მთავრობის განკარგულებით, ვიზიტზე უარი ეთქვა.

ჯერჯერობით უცნობია, მაინც გაემგზავრება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტების გამო, „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების პროცედურა წამოიწყო. საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, თუმცა პარლამენტმა ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენება ვერ შეძლო.

მასალების გადაბეჭდვის წესი