ახალი ამბები

ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნის საკითხი კვლავ გადაიდო

8 მაისი, 2017 • 2002
ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნის საკითხი კვლავ გადაიდო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღესაც არ გავიდა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების, მაია სულხანიშვილისა და ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნის საკითხი.

ამის მიზეზი  საკითხის მომხსენებლის, საბჭოს წევრი მოსამართლის, შოთა გეწაძის გამოუცხადებლობა იყო.

ლევან მურუსიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ გეწაძეს აქვს გამოცდა სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ვერ შეძლებდა დღევანდელ საბჭოს სხდომაზე მოსვლას.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების, მაია სულხანიშვილის და ლევან მურუსიძის საერთო სასამართლოებში უვადოდ დანიშვნის საკითხი საბჭოს მომავალ სხდომაზე გავა.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საკითხის გადადება საკუთარ “მცირე გამარჯვებად” შეაფასეს და ტაშით შეხვდნენ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქცია დილის 10 საათიდან იმართება. მასში მონაწილეობენ ადვოკატთა ასოციაციის წევრები, “ბავშვთა სამყაროს” ხანძრით დაზარალებულები და პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრები.

მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხი ვერც რამდენიმე დღის წინ განიხილა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი