ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში რუსი ჯარისკაცი მოკლეს

23 აპრილი, 2017 • 3341
სომხეთში რუსი ჯარისკაცი მოკლეს

სომხეთის ქალაქ გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზის მიმდებარედ 21 წლის რუსი ჯარისკაცის, დიმიტრი ალპაევის ცხედარი იპოვეს.

სომხეთის შსს-ს ცნობით, მოკლულ ჯარისკაცს კისრის არეში ბლაგვი საგნით ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.

საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. ამ დროისთვის, ოფიციალური ინფორმაციითვე,  სავარაუდო მკვლელი, 20 წლის კაცია დაკავებული.
2015 წლის 12 იანვარს ქალაქ გიუმრიში დისლოცირებული  რუსული სამხედრო ბაზის ჯარისკაცმა ვალერი პერმიაკოვმა გიუმრიში მცხოვრები ავეტისიანების ოჯახის წევრები მოკლა. პერმიაკოვს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
გიუმრი, ფოტო: რია-ნოვოსტი

გიუმრი, ფოტო: რია-ნოვოსტი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი