dr.martens

Dr. Martens – ის ფეხსაცმელი და აქსესუარები წმინდა გიორგის გამოსახულებით

ფეხსაცმლის და ტანსაცმლის მწარმოებელმა ბრიტანულმა ბრენდმა, რომელიც საერთაშორისო მასშტაბითაა პოპულარული, Dr. Martens-მა ფეხსაცმელების, ტანსაცმლის და სხვა აქსესუარების ახალი ხაზი შექმნა, რომელზეც “წმინდა გიორგის და გველეშაპის” ლეგენდაა დატანილი.

კომპანიამ ახალი სერიის შესაქმნელად ჰოლანდიელი მხატვრის, როგირ ვან დერ ვეიდენის ნახატი “წმინდა გიორგი და გვლეშაპი” გამოიყენა. აღნიშნული ნახატი ახლა ვაშინგტონში, ეროვნულ გალერეაშია დაცული. ის სავარაუდოდ 1432-35 წლებშია შექმნილი.

მუზეუმის აღწერის თანახმად, ნახატზე გამოსახულია წმინდა გიორგი, რომელიც რომაელი ჯარისკაცი იყო და მესამე საუკუნეში კაბადოკიაში ცხოვრობდა, თუმცა ნახატზე ადგილი შეცვლილია და მოქმედება აზიის ნაცვლად ბელგიურ სოფელში ვითარდება.

ფეხსაცმლის ფასი ჰოლანდიელი მხატვრის ნახატით 130-150 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ჩანთების ფასი იმავე გამოსახულებით 200-240 დოლარია, ხოლო მაისური 40 დოლარი ღირს.

Dr.Martens -ის ფეხსაცმელი წმინდა გიორგის გამოსახულებით

Dr.Martens -ის ფეხსაცმელი წმინდა გიორგის გამოსახულებით

Dr.Martens -ის ფეხსაცმელი წმინდა გიორგის გამოსახულებით

Dr.Martens -ის ფეხსაცმელი წმინდა გიორგის გამოსახულებით

Dr.Martens -ის ჩანთა წმინდა გიორგის გამოსახულებით

Dr.Martens -ის ჩანთა წმინდა გიორგის გამოსახულებით

ავტორი