ყარაბაღში სელექციური აბორტი აკრძალეს

მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტმა გუშინდელ, 30 მარტის სხდომაზე სელექციური აბორტი აკრძალა.

“რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებებს 33-დან 28 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ცვლილებები იმით ახსნა, რომ მთიან ყარაბაღში დემოგრაფიული სიტუაცია უნდა გაუმჯობესდეს და ამასთან, უნდა დასრულდეს სქესის მიხედვით ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის პრაქტიკა.

კანონი ხელმოსაწერად მთიანი-ყარაბაღის პრეზიდენტს გადაეცა.

სელექციური აბორტები, ბიჭი შვილის ყოლის მიზნით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, აქტუალური პრობლემაა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი