ახალი ამბები

“ახლოს, ვიდრე ოდესმე” – ვილნიუსის მერის სიურპრიზი ქუთაისიდან უვიზოდ ჩასულ მგზავრებს

29 მარტი, 2017 • 14167
“ახლოს, ვიდრე ოდესმე” – ვილნიუსის მერის სიურპრიზი ქუთაისიდან უვიზოდ ჩასულ მგზავრებს

ვილნიუსის მერმა, რემიგიუს სიმასიუსმა ფეისბუკში ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზეც ასახულია ბანერი, წარწერით – “ახლოს, ვიდრე ოდესმე” და გამოსახულია საქართველოს დროშა.

ამ ფორმით ვილნიუსის მერი საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ულოცავს, რომელიც ძალაში 28 მარტიდან შევიდა.

ვილნიუსის მერი ფეისბუკზე წერს, რომ პირველი მგზავრები ქუთაისიდან, რომლებიც უვიზოდ ჩავლენ ვილნიუსში, მალე შევლენ ქალაქში და ეს სიურპრიზი მათ ეძღვნებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი