ახალი ამბები

EU-ში უვიზოდ მოგზაურობის ახალი წესის ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო

1 მარტი, 2023 • 1580
EU-ში უვიზოდ მოგზაურობის ახალი წესის ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო

ევროკავშირმა ევროპული სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედება 2024 წლისთვის გადადო.

ევროკომისიის საშინაო საქმეთა, მიგრაციისა და შიდა უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის სპიკერის, ანიტა ჰიპერის თქმით, ETIAS-ის გაშვების ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა შესვლა/გასვლის სისტემის (EES) ამოქმედებიდან დაახლოებით ნახევარ წელიწადში შევა ძალაში.

მანამდე ETIAS-ის ამოქმედების თარიღად 2023 წლის ნოემბერი იყო დასახელებული.

ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა (ETIAS) არის შენგენის ზონაში გამგზავრების ნებართვის მინიჭების სისტემა. ავტორიზაცია მოიცავს სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე დარეგისტრირებას, პერსონალური მონაცემების შევსებას, მათ შორის სწავლისა და მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ატვირთვას და სააპლიკაციო გადასახადის, 7 ევროს გადახდას. ავტორიზაცია 3 წლის განმავლობაში არის ძალაში.

რას ნიშნავს შენგენის ზონაში ავტორიზაცია – ჯერ გავერკვეთ, შემდეგ ვიდარდოთ

მასალების გადაბეჭდვის წესი