ახალი ამბები

ნეით შენკანი: Freedom House-ში შეშფოთებულები ვართ “რუსთავი 2”-ის ირგვლივ შექმნილი ვითარებით

3 მარტი, 2017 • 4071
ნეით შენკანი: Freedom House-ში შეშფოთებულები ვართ “რუსთავი 2”-ის ირგვლივ შექმნილი ვითარებით

“Freedom House”-ის პროექტის “ქვეყნები გარდამავალ ეტაპზე” დირექტორი ნეით შენკანი, ამბობს, რომ Freedom House შეშფოთებულია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით.

“ჩვენ აქ, Freedom House-ში ძალიან შეშფოთებულები ვართ “რუსთავი 2”-ის ირგვლივ შექმნილი ვითარებით და ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებით, მფლობელობასთან დაკავშირებით. ჩვენ რამდენიმე წელია ვაკვირდებით ამ საქმეს, ადრეც გამოვხატეთ შეშფოთება, თუ როგორ გახდა ეს საქმე ღია პოლიტიკური ზეწოლის საგანი ხელისუფლების მხრიდან. სასამართლო პროცესზე ამგვარი ზეწოლა, ყოველთვის ბადებს კითხვას სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ და როდესაც საქმეში ჩართულია მედიაკომპანია, ეჭვები სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ უფრო მყარდება. ამ გადაწყვეტილებაში ჩანს, რომ მიყვებიან სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის მოდელს. რომლის შედეგიც არის კრიტიკული მედიის პოტენციური დახურვა.

მედია უმთავრესი დემოკრატიული ინსტიტუტია, რამდენადაც დღევანდელი გადაწყვეტილება ძირს უთხრის დამოუკიდებელ მედიას, ასევე ანადგურებს მედიის თავისუფლებასაც და მარტივად მოახდენს უარყოფით გავლენას ქვეყნის კურსზეც. სწორედ იმიტომ ვართ შეშფოთებული, რომ მედია განცალკავებული კუნძული არ არის არცერთ ქვეყანაში, მედია არის შემადგენელი ნაწილი იმისა, რაც დემოკრატიას ავითარებს”,- განაცხადა შენკანიმ “რუსთავი 2”-თან საუბრისას, ჩანაწერის თარგმანიც “რუსთავი 2”-ს ეკუთვნის.

2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა – გადაწყვეტილებას ხელი სასამართლოს ცხრავე მოსამართლემ მოაწერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი