ახალი ამბები

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მხარდასაჭერი აქცია იმართება

19 თებერვალი, 2017 • 1721
თბილისში, რუსთაველის გამზირზე ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მხარდასაჭერი აქცია იმართება

დღეს, 19 თებერვალს 14:30 საათზე, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ხელისუფლების ზეწოლით უზენაესი სასამართლო აპირებს ტელეკომპანიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანოს. აქციას უერთდებიან პოლიტიკური პარტიები – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო” და მათი მხარდამჭერები.

“ამ დღეებში გადაწყდება რუსთავი 2-ის თავისუფალი სიტყვის და დემოკრატიის ბედი, ძალიან მძიმე ზეწოლა მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე, დღევანდელი და ბოლო პერიოდის სახელისუფლებო კამპანია სწორედ აქეთ არის მიმართული. ეს მედია კომპონენტია მათზე ზეწოლის, მაგრამ არა მხოლოდ მედიის მეშვეობით ხდება მათზე ზეწოლა. ამიტომ, ჩვენ რუსთვავი 2-ელებმა მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება: კვირას, 14:30-ზე, ჩვენ ვიკრიბებით ძველი პარლამენტის შეობასთან რუსთავიელზე, ვიდგებით იქ ყველანი, როგორც ერთი, და მოვითხოვთ სამართლიანობას, მოვითხოვთ ჩვენი უფლებების დაცვას,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ 14 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.

უკვე მეორე დღეა, რაც ტელეკომპანიის ეთერში გადაცემები აღარ გადის. Screen Shot 2017-02-17 at 11.45.42 PM

“ჩვენი დუმილით ვეცდებით ხმა ყველას მოგაწვდინოთ. ამ წუთიდან “რუსთავი 2″  საპროტესტო მაუწყებლობას იწყებს”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილმა განაცხადა, რომ იძულებული გახდნენ ასეთი გადაწყვეტილება მიეღოთ.

რუსთავი 2-ს ცხადად არ უთქვამს, რომ გადაცემების ეთერში გაშვებას წყვეტს, თუმცა საგანგებო საინფორმაციო გამოშვების შემდეგ ეკრანზე შავი ფონი და წარწერა გადის: “ვაპროტესტებთ უსამართლობას”,  ასევე მოწოდება აქციაში მონაწილეობისაკენ.

ასეთივე გამოსახულებაა ტელეკომპანიების “მარაოს” და “კომედის” არხებზე.

სამივე არხზე ეს გამოსახულება იქნება ეთერში კვირას, საპროტესტო აქციამდე. “ნეტგაზეთის” კითხვაზე გავა თუ არა  გადაცემები კვირას დაგეგმილი საპროტესტო აქციის შემდეგ, “რუსთავი 2” -ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა მხოლოდ ეს გვიპასუხა: “ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი