ახალი ამბები

ეკა ბესელია დეკანოზის დაკავებაზე: მზადდებოდა მძიმე დანაშაული, საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს

13 თებერვალი, 2017 • 1888
ეკა ბესელია დეკანოზის დაკავებაზე: მზადდებოდა მძიმე დანაშაული, საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს

“მზადდებოდა მძიმე დანაშაული, კონკრეტულად ვის მიერ, ვის მიმართ და რა ფორმით, ამაზე მოგვიანებით ისაუბრებს პროკურატურა,” – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ეკა ბესელიას განცხადებით, სამართალდამცავმა ორგანოებმა უმძიმესი დანაშაულის მცდელობა აღკვეთეს:

“პატრიარქის ჯანმრთელობა და მისი უსაფრთხოება არის დაცული.  მთავარი პროკურორი გააკეთებს განცხადებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება უმძიმესი დანაშაულის ჩადენის მცდელობას და  რომელიც ჩვენმა სამართალდამცავმა ორგანოებმა აღკვეთეს, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურის სხვა სამსახურებთან ერთად კოორდინაციით.  გამოძიება კონფიდენციალურ ფორმტაში მიმდიანრეობს. მე დეტალებზე ინფორმაცია ბუნებრივია არ მაქვს. ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ის არის რომ ძალიან მძიმე დანაშაულის ჩადენა იქნა თავიდან აცილებული. ამისთვის მადლობა ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც კოორდინირებულად იმუშავეს და თავიდან იქნა აცილებული უმძიმესი შედეგი,” – განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატის თქმით, საქმეს გრიფი საიდუმლო ადებს:

“პატრიაქრქის უსაფრთხოებაზე მაქსიმალური ზრუნვაა და მაქსიმალური უსაფრთხოების ზომებია მიღებული. მზადდებოდა მძიმე დანაშაული, კონკრეტულად ვის მიერ და ვის მიმართ და რა ფორმით ამაზე მოგვიანებით ისაუბრებს პროკურატურა. საქმეს ადევს გრიფი საიდუმლო. იცით, რომ წინასწარი პატიმრობის თაობაზე ბრძანება გაცემულია უკვე, მეტს ვერ ვისაუბრებ.”

 

მისივე თქმით, ილია მეორის  ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ის თავს კარგად გძნობს:

“გვაქვს კარგი ინფორმაცია, რომ ოპერაციის შემდეგ მისი უწმინდესობა კარგად გრძნობს თავს, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, დროულად ჩატარდა ყველა აუცილებელი ქირურგიული ჩარევა, შედეგი არის ძალიან კარგი და მისი უწმინდესობა ხვალ გადაყვანილი იქნება პალატაში. ეს ყველაზე სასიხარულო ინფორმაციაა ჩვენთვის. ”

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია II 2 თებერვალს სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა. ილია მეორეს ექიმის, ცისანა შარტავას ცნობით, კენჭოვანი დაავადების ერთი ფაზა დასრულდა, თუმცა ლაბორატორიულმა გამოკვლევამ გამწვავება აჩვენა, ამიტომ პატრიარქის გერმანიაში გამგზავრება გადაწყდა შემდეგი გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით. ექიმებს 10 დღე დასჭირდათ იმისათვის, რომ გადაწყვეტილება მიეღოთ ქირურგიული ჩარევის შესახებ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს, თუმცა სახელმწიფო უწყებები არ საუბრობენ იმაზე, რა ბრალდებით დააკავეს დეკანოზი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი