ახალი ამბები

ივანიშვილმა სტურუას დარბაზი აუშენა

14 ოქტომბერი, 2012 • • 1225
ივანიშვილმა სტურუას დარბაზი აუშენა

“მას შემდეგ, რაც მე თეატრიდან გამიშვეს, ბატონმა ბიძინამ მითხრა, რომ აბრეშუმის ქარხანა არის მის საკუთრებაში და იქნებ სივრცე მოგეწონოსო და დაგეხმარები, რომ პატარა დარბაზი გავაკეთოთო.  მივედი და მომეწონა, დავიწყეთ შენება, 200– კაციანი დარბაზია, ნოემბრის ბოლოს იქნება მზად და იქ იქნება ნაჩვენები პიესა მარია კალასზე. მე ავირჩიე პიესა, რომელიც ეხება გენიალურ ხელოვანს, რომელიც ნელ–ნელა მოკლა გარემომ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პატივს სცემდა,”– განაცხად რეჟისორმა ტელეკომპანია “მე-9 არხის” გადაცემა “მთავარ კითხვაში”.  

 

გარდა ამისა, რეჟისორი 11 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილს ბიზნესცენტრში ესტუმრა. რობერტ სტურუას თქმით, იგი ივანიშვილისთვის გამარჯვების მისალოცად მივიდა და წიგნიც მიუტანა, რომელიც რეჟისორის შესახებაა. რობერტ სტურუამ ბიძინა ივანიშვილს დახმარება სთხოვა იმ სპექტაკლების ჩამოსატანად, რომელიც რეჟისორმა თეატრ “ეტ სეტერაში” დადგა. 

 

“მინდა, რომ ეს სპექტაკლები ნახოს ქართველმა მაყურებელმა, რომ მე იქ ტყუილად არ ვიყავი,” – განაცხადა რეჟისორმა. 

 

ბიძინა ივანიშვილი რობერტ სტურუას დახმარებას დაპირდა და თეატრთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მაყურებელი სპექტაკლებს საქართველოში იხილავს. 

რობერტ სტურუა /ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
რობერტ სტურუა /ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი