ახალი ამბებიეკონომიკა

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2017 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5,2%-ს შეადგენს

11 იანვარი, 2017 • 4248
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2017 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5,2%-ს შეადგენს

მსოფლიო ბანკის  2017 წლის 10 იანვარს გამოქვეყნებული პროგნოზით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2017 წელს 5,2%-ს შეადგენს.

მსოფლიო ბანკი ასეთ პროგნოზებს ყოველწლიურად აქვეყნებს. წლევანდელი “გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების”  თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2018 წლისთვის 5,3%-მდე გაიზრდება, 2019 წლისთვის კი 5,0%-მდე შემცირდება.

2016 წელს, მსოფლიო ბანკის მონაცემებითვე, საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 3.4% შეადგინა (საუბარია მთლიან შიდა პროდუქტზე საბაზრო ფასებში – რაც ახასიათებს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ეროვნული ეკონომიკის ფუნქციონირების საბოლოო შედეგებს).

რაც შეეხება გლობალურ ეკონომიკურ პროგნოზს, – მსოფლიო ბანკის თანახმად, ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დავოტების (ბრექსიტის), ნაკლები ინვესტიციების განხორციელების, აშშ-ში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებისა და სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად, მსოფლიოში საშუალო ეკონომიკური ზრდა 2017 წელს შეადგენს 2.7%-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი