საჯარო სამსახურის ბიუროს საიტი declaration.gov.ge გათიშულია

საჯარო სამსახურის ბიუროს კუთვნილი ვებსაიტი www.declaration.gov.ge, სადაც თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები ქვეყნდება, არ მუშაობს.

ბიუროს პრესსამსახურის განმარტებით, საიტი გათიშულია, რადგან “ხდება ინფორმაციების გადატანა”:

“დაიწერა ახალი პროგრამა დეკლარაციების მონიტორინგის მიზნით და ძველში არსებული ინფორმაცია გადაგვაქვს ახალზე”, – უთხრეს ნეტგაზეთს ბიუროში.

სხვა განმარტებებს ბიურო ამ საკითხის შესახებ არ აკეთებს.

საჯარო სამსახურის ბიუროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საიტი, სავარაუდოდ, ხვალ, 10 იანვარს, ჩაირთვება იმავე ელექტრონულ მისამართზე – www.declaration.gov.ge.

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებსაიტზე ამჟამად გაფრთხილება ჩანს, რომლის მიხედვითაც საიტზე შესვლისას შესაძლებელია თავდამსხმელები მომხმარებლის პაროლების, საკრედიტო ბარათების ან შეტყობინებების მოპარვას ცდილობდნენ. 09.01.2017

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებსაიტზე ამჟამად გაფრთხილება ჩანს, რომლის მიხედვითაც საიტზე შესვლისას შესაძლებელია თავდამსხმელები მომხმარებლის პაროლების, საკრედიტო ბარათების ან შეტყობინებების მოპარვას ცდილობდნენ. საიტი გათიშულია. 09.01.2017

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე.