ახალი ამბები

ალასანია: არც ერთ ხმას არ მოვაპარინებთ სააკაშვილს და ახალაიას ზუგდიდში

2 ოქტომბერი, 2012 • 975
ალასანია: არც ერთ ხმას არ მოვაპარინებთ სააკაშვილს და ახალაიას ზუგდიდში

“მინდა მოგილოცოთ ის სწორი არჩევანი, რომელიც ზუგდიდმა გააკეთა, ჩვენ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემოსული უბნებიდან ოქმები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ, დაახლოებით 40%-ში არ ემთხვევა მოსული ამომრჩევლების და ბიულეტენების რაოდენობა ერთმანეთს.

 

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლება, ნაციონალური მოძრაობა და ახალაიები ზუგდიდში ცდილობენ, ზუგდიდელებს მოპარონ საკუთარი არჩევანი. მე როგოც დაგპირდით, არც ერთ ხმას არ მოვაპარინებთ ნაციონალურ მოძრაობას და სააკაშვილს. ჯერ კიდევ დასათვლელია 30-მდე უბანი, ჩვენ ვიწყებთ სამართლებრივ დავას, გავასაჩივრებთ ყველა დართღვევას და არც ერთ ხმას არ მოვაპარინებთ სააკაშვილს და ახალაიას ზუგდიდში”, – განაცხადა ალასანიამ.

 

მისივე თქმით, ის 2 ოქტომბერს, 12 საათზე კიდევ ერთი განცხადების გაკეთებას აპირებს, როდესაც ცნობილი გახდება საბოლოო შედეგები და ამის შემდეგ შეუდგება სამართლებრივ ბრძოლას გამარჯვების მოსაპოვებლად.

 

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ზუგდიდში არჩევნების შედეგებით “ნაციონალური მოძრაობა” და როლანდ ახალაია ლიდერობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი