ახალი ამბები

მომღერალი ჯორჯ მაიკლი გარდაიცვალა

26 დეკემბერი, 2016 • 2813
მომღერალი ჯორჯ მაიკლი გარდაიცვალა

ბრიტანელი მომღერალი ჯორჯ მაიკლი 53 წლის ასაკში თავის სახლში, იორკშირში გარდაიცვალა.

The Guardian-ის ცნობით, მომღერლის მენეჯერმა მაიკლ ლიპმანმა განაცხადა, რომ სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა. პოლიციის ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარება სახლში 25 დეკემბრის 1:42 საათზე მივიდა.

ჯორჯ მაიკლმა პოპულარობა ჯგუფ Wham!-თან ერთად მოიპოვა ჰიტებით Club Tropicana და Last Christmas. მას ასევე წარმატებული სოლოკარიერა ჰქონდა, რომლის დროსაც ჩაწერა სიმღერები Careless Whisper, Faith, Outside and Freedom! 90.

ჯორჯ მაიკლის 40-წლიანი კარიერის მანძილზე გაერთიანებული სამეფოს ჩარტებში მისი 11 სიმღერა გახდა ნომერ პირველი და გაყიდა 100 მილიონი ალბომი. მისი ბოლო ალბომი სიმფონიკა 2014 წელს გამოვიდა.

ჯორჯ მაიკლი. 16.02.2005. credit: EPA/PEER GRIMM

ჯორჯ მაიკლი. 16.02.2005. credit: EPA/PEER GRIMM

 

მასალების გადაბეჭდვის წესი