ახალი ამბები

რადიო-პიესა – „წამხდარი ნაპირი მედეას მასალა ლანდშაფტი არგონავტებით“

17 ნოემბერი, 2022 • 699
რადიო-პიესა – „წამხდარი ნაპირი მედეას მასალა ლანდშაფტი არგონავტებით“

“მუტანტ რადიომ” დაიწყო  რადიოპიესების ახალი ციკლი. მათი ინიციატივა აბრუნებს რადიოთეატრს და აღადგენს რადიოპიესების ჩაწერის  ტრადიციას. „მუტანტ რადიო“ არის მედიაპლატფორმა, რომლის ყურადღების ცენტრში მოქცეულია ელექტრონული მუსიკა, დისკუსიები სხვადასხვა თემებზე და საგანმანათლებლო აქტივობები.

პირველი რადიოპიესა, რომელიც „მუტანტ რადიოს“ ციკლის ფარგლებში ჩაიწერა, არის ჰაინერ მიულერის – „წამხდარი ნაპირი მედეას მასალა არგონავტებით“. პოსტდრამატული თეატრის მთავარი ავტორია რადიოპიესის რეჟისორი  და მთარგმნელი  გიორგი ჯამბურია. პიესას კითხულობენ მსახიობები – ანანო მახარაძე და სანდრო კალანდაძე. მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის ზურაბ ბაბუნაშვილს.

რადიო-პიესის მოსასმენა შეგიძლიათ ბმულზე – წამხდარი ნაპირი მედეას მასალა არგონავტებით.

ფოტო გარეკანზე: შაკო დევდარიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი