ახალი ამბები

პიანისტი მანანა დოიჯაშვილი გარდაიცვალა

17 იანვარი, 2023 • 1313
პიანისტი მანანა დოიჯაშვილი გარდაიცვალა

75 წლის ასაკში პიანისტი მანანა დოიჯაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ საქართველოს კულტურის სამინისტროში დაუდასტურეს.

მანანა დოიჯაშვილი 2000-2011 წლებში კონსერვატორიის რექტორის თანამდებობას იკავებდა, 2012 წლიდან კი რექტორის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა. 1976 წელს საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა, 1989 წელს კი სახალხო არტისტის წოდება მიიღო.

1999 წელს პიანისტი  ღირსების ორდენით დაჯილდოვდა, 2005 წელს კი საფრანგეთის რესპუბლიკის ლიტერატურისა და ხელოვნების ორდენის რაინდის საპატიო წოდება მიიღო. 2010 წელს დოიჯაშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდა, 2012 წელს კი იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სოლიდარობის ორდენის კავალერი გახდა. 2012 წელს ასევე მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.

მასალების გადაბეჭდვის წესი