ახალი ამბები

ამომრჩევლები სიებში არ არიან

1 ოქტომბერი, 2012 • 1001
ამომრჩევლები სიებში არ არიან

ბათუმში, სხვადასხვა უბნებზე, ხმის მისაცემად მოსული ადამიანები ამბობენ, რომ სიებში საკუთარ გვარს ვერ პოულობენ, იმის მიუხედავად, რომ წლების მანძილზე ამ საარჩევნო უბანში აძლევდნენ ხმას. ოთხი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა N30 -ე უბანზე, ასევე სოფელ შარაბიძეებში, სადაც, „ბათუმელების” კორესპოდენტის ცნობით, ბევრი ამომრჩეველი ვერ აძლევს ხმას, იმ მიზეზით, რომ ისინი სიაში არ არიან. შარაბიძეებში, სადაც ძალიან მაღალი აქტივობაა, რიგების გამო, ხალხი უკან ბრუნდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი