ახალი ამბები

აჭარაში ძლიერი ქარია, დაიღუპა 1 ადამიანი

28 მარტი, 2023 • 9936
აჭარაში ძლიერი ქარია, დაიღუპა 1 ადამიანი

აჭარაში ძლიერი ქარია. ქობულეთში ძლიერი ქარის შედეგად ავტომანქანას ხე დაეცა და ერთი ადამიანი დაიღუპა.

ძლიერმა ქარმა აჭარაში დააზიანა ინფრასტრუქტურა, მოგლიჯა ხეები, ნაწილობრივ ან სრულად გადახადა სახლებს სახურავები, ასევე დაზიანდა მანქანები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აჭარიდან ათობით შეტყობინებაა შესული ძლიერი ქარის გამო დაზიანების შესახებ.

ფოტო: ირინა ჟორჟოლიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი