ახალი ამბები

ღარიბაშვილი: შეადარეთ ბათუმი 2012 ბათუმი 2022-თან

30 ივნისი, 2023 • 1719
ღარიბაშვილი: შეადარეთ ბათუმი 2012 ბათუმი 2022-თან

პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა დეპუტატ დავით ხაჯიშვილის კითხვას უპასუხა, რომელიც ბათუმის განვითარებას შეეხებოდა.

ღარიბაშვილის თქმით „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში აჭარაში მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და ამის დანახვა, მისი თქმით, სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოებით და ვიდეობითაც შეიძლება:

„შეადარეთ, სავსეა სოცმედიაში კამპანიები, ფოტოები და ვიდეოები, ბათუმი 2012 ბათუმი 2022-თან და ნახავთ ძალიან მარტივ განსხვავებას. მილიარდობით დოლარი იქნა ინვესტირებული ბათუმში, აჭარაში მთლიანად. რეაბილიტაცია უტარდება, განახლება ხდება, მშენებლობა… ამაზე არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ საუბრობენ, აღიარებენ.

მე აქვე მინდა შეგახსენოთ, ვინაიდან თქვენ ახსენეთ ბატონი ივანიშვილი, მისი ქველმოქმედება. ბატონმა ივანიშვილმა 3 მილიარდი დახარჯა საკუთარი ჯიბიდან, თავის ქვეყანას მოახმარა და განსაკუთრებით აჭარაში ასეულობით მილიონი დოლარი აქვს დახარჯული. მთელი არეალი გარდაქმნა. მე როცა `ფონდ ქართუში ვიყავი, მახსოვს, ასეულობით მილიონს ხარჯავდა, ვეხმარებოდით ბათუმს ბულვარების მოწყობაში და ა.შ. ამ ინვესტიციების ძალიან დიდი ნაწილი განხორციელებული იყო პირადად ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ქველმოქმედებით“, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი