ახალი ამბები

ქუთაისის #39 უბანზე ‘ოცნების’ დამკვირვებელი კომისიის თავმჯდომარეს უპირისპირდება [Video]

1 ოქტომბერი, 2012 • 890
ქუთაისის #39 უბანზე ‘ოცნების’ დამკვირვებელი კომისიის თავმჯდომარეს უპირისპირდება [Video]

უბანზე კომისია დილის 7 საათზე შეიკრიბა და წილისყრის შედეგად გადანაწილდა მათ შორის უფლებამოსილება. “ქართული ოცნების” დამკვირვებელმა პროტესტი გადასატან ყუთთან დაკავშირებით გამოთქვა, სადაც ორის ნაცვლად სამი ბარათი აღმოჩნდა.

 

ამას გარდა, “ოცნების” დამკვირვებელმა უბნიდამ “ნაციონალური მოძრაობის” ორი დამკვირვებლის გაძევება მოითხოვა, რადგან მათ, როგორც დამკვირვებელი აცხადებს, არ გააჩნდათ სათანადო დოკუმენტაცია, თუმცა ეს მოთხოვნა კომისიის თავმჯდომარემ არ დააკმაყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი