ახალი ამბები

მიტროპოლიტი პეტრე: პატრიარქს აუცილებლად სჭირდება დაცვის სამსახური

22 დეკემბერი, 2016 • 1785
მიტროპოლიტი პეტრე: პატრიარქს აუცილებლად სჭირდება დაცვის სამსახური

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე, რომელმაც პატრიარქის მდივანი შორენა თეთრუაშვილი “რუხ კარდინალად” და საპატრიარქოში არსებული პრობლემების გამომწვევად დაასახელა, ამბობს, რომ პატრიარქს დაცვის სამსახური სჭირდება. ეს განცხადება მიტროპოლიტმა პეტრემ საპატრიარქოში სინოდის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

საპატრიარქოს არსებული დაცვის სამსახურისა და ამ სამსახურის უფროსის, სოსო ოხანაშვილის (ილია მეორის ძმისშვილის, მეუფე დიმიტრის სიძის) მიმართ ბრალდებები ბოდბელ ქორეპისკოპოს იაკობს აქვს. მეუფე იაკობი აცხადებს, რომ დაცვის სამსახური პატრიარქს ებრძვის და ცილისმწამებლურ სტატიებს უკვეთავს.

“პატრიარქს აუცილებლად სჭირდება ე.წ. დაცვის სამსახური. თუ არსებობს მცირეოდენი გადაცდომები ამ სამსახურისა, ესეც ადვილად მოგვარებადია, როდესაც ყველფერი თავის ადგილს დაიკავებს. პატრიარქს აუცილებლად სჭირდება დაცვა, მას აუცილებლად სჭირდება დახმარება გადაადგილებისა და მოძრაობის დროს. უხერხულია ამ საკითხის ასე წამოწევა… უწმინდესს აუცილებლად უნდა ჰყავდეს ეს ბიჭები, ერთგული, თავდადებული პატრიარქის მიმართ. თუ არსებობს გადაცდომები და შეცდომები, ეს აუცილებლად მოგვარებადია,”- განაცხადა მეუფე პეტრემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი