აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ ტრამპი პრეზიდენტად ოფიციალურად აირჩია

ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო კოლეგიამ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად ოფიციალურად აირჩია დონალდ ტრამპი. გამარჯვებიდან 6 კვირის შემდეგ რესპუბლიკული პარტიის კანდიდატს გამარჯვების ფორმალურად დასადასტურებლად საარჩევნო კოლეგიის 270 ხმა სჭირდებოდა. ტრამპის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ ორმა დელეგატმა მისცა ტეხასის შტატიდან.

19 დეკემბერს, ხმის მიცემის პროცედურის ჩატარებამდე და მას შემდეგაც, შეერთებული შტატების რამდენიმე შტატში საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრატებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი პოზიცია და გააპროტესტეს დონალდ ტრამპის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევის ფაქტი.

დემონსტრაცია ტრამპის წინააღმდეგ კალიფორნიაში 18.12.16 ფოტო: EPA/MIKE NELSON

დემონსტრაცია ტრამპის წინააღმდეგ კალიფორნიაში 18.12.16 ფოტო: EPA/MIKE NELSON

დემონსტაციას ტრამპის წინააღმდეგ ბოსტონში 19.12.16 ფოტო: EPA/CJ GUNTHER

დემონსტაციას ტრამპის წინააღმდეგ ბოსტონში 19.12.16 ფოტო: EPA/CJ GUNTHER

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი