ახალი ამბები

ელექტროენერგიის წარმოება საქართველოში 2015 წელს 4,4%-ით გაიზარდა – საქსტატი

15 დეკემბერი, 2016 • 2896
ელექტროენერგიის წარმოება საქართველოში 2015 წელს 4,4%-ით გაიზარდა – საქსტატი

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2015 წელს 2014-თან შედარებით 4,4%-ით გაიზარდა და შეადგინა 10 832,5 მილიონი კვტ. სთ. შესაბამის ინფორმაციას და სტატისტიკურ ანალიზს საქსტატი ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, 2015 წლის განმავლობაში მოპოვებულია 40,2 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (გასულ წელთან შედარებით 5,6%-ით ნაკლები), 305,9 ათასი ტონა ქვანახშირი (გასულ წელთან შედარებით 2,2%-ით მეტი) და 11,4 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი (წინა წელთან შედარებით 10,7%-ით მეტი). გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2015 წელს საქართველოში წარმოებულია 2124,6 ათასი მ3 შეშა (წინა წელთან შედარებით 14,2%-ით ნაკლები).

“ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს საქართველოში 2015 წელს წარმოებული ენერგორე-სურსების სტრუქტურას. როგორც გრაფიკიდან ჩანს, სტრუქტურაში უდიდესი წილი (61,9%) მოდის ელექტროენერგიის წარმოებაზე. მეორე ადგილს იკავებს ბიოსაწვავი და ნარჩენებისაგან წარმოებული ენერგია (26,0%), რომელიც ძირითადად წარმოდგენილია შეშის სახით, ხოლო დანარჩენი ენერგორესურსები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით ხასიათდებიან”, – აცხადებენ საქსტატში.

Screen Shot 2016-12-15 at 11.43.54 AM

საქსტატის ცნობით, ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 32,7% მოდის ბუნებრივ გაზზე. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები (30,5%) და ელექტროენერგია (20,8%). წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 9,5%-ს წარმოადგენს ბიოსაწვავი და ნარჩენებისაგან წარმოებული ენერგია, ხოლო დარჩენილი 6,5% მოდის ქვანახშირზე:

Screen Shot 2016-12-15 at 11.45.28 AM

“სექტორული ანალიზი გვიჩვენებს, რომ ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარე- ბელია ტრანსპორტის სექტორი, რომელზეც მოდის მთლიანი მოხმარების 35,1%. 2015 წელს მოხმარებული ენერგორესურსების 28,9% მოდის შინამეურნეობებზე, 19,9% – მრეწველობაზე, 2,3% – მშენებლობაზე, ხოლო დარჩენილი 13,8% – კერძო და სახელმწიფო მომსახურების სხვა დარგებზე ნაწილდება”.

Screen Shot 2016-12-15 at 11.46.51 AM

მასალების გადაბეჭდვის წესი